19 აპრილი 2024,   18:08
ვრცლად
ვგეგმავთ ჩავიდეთ და სამძიმარი გამოვუცხადოთ ბუჩაში უკრაინის ხელისუფლებას - ლევან იოსელიანი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებით, ქართველი დეპუტატები უკრაინაში, კერძოდ ქალაქ ბუჩაში ვიზიტს გეგმავენ. ლევან იოსელიანი იმედს გამოთქვამს, რომ დელეგაციაში, რომელიც უკრაინაში სამძიმრის გამოსაცხადებლად მიემგზავრება, ოპოზიციასთან ერთად მმართველი პარტიის წევრებიც იქნებიან.

"ვგეგმავთ ჩავიდეთ და სამძიმარი გამოვუცხადოთ ბუჩაში უკრაინის ხელისუფლებას. ჩვენ მივდივართ სამძიმრის სათქმელად, ეს არ არის პოლიტიკური დღის წესრიგით დატვირთული ვიზიტი, თუ ვიღაცას ეს რაღაცა ტიპის უხერხულობას უქმნის, თუმცა არ მესმის მაინც რატომ უნდა უქმნიდეს. მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ეს საპარლამენტო დელეგაცია იქნება სრულად წარმოდგენილი და მათ შორის მმართველი პარტიაც მიიღებს მონაწილეობას," - განაცხადა პარტია "მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა.

დღის ამბები