24 აპრილი 2024,   23:46
ვრცლად
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები განახორციელებენ ვიზიტს უკრაინაში - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები უკრაინაში ვიზიტს განახორციელებენ. მისი თქმით, დელეგაციის შემადგენლობა მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

"დღევანდელ შეკრებაზე ჩვენ განვიხილეთ უკრაინაში შესაძლო ვიზიტის საკითხიც. ჩვენ გავახმოვანეთ უკვე მიღებული გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები განახორციელებენ ვიზიტს უკრაინაში, რაც შეეხება შემადგენლობას - მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ზოგადი მზაობა, რომ უმაღლეს საპარლამენტო დონეზე შედგეს ვიზიტი არსებობს, თუმცა აქ არის ძალიან მკაფიო წინაპირობები და ეს წინაპირობები ყველამ იცით რასაც უკავშირდება. სამწუხაროდ, გადაიდგა რამდენიმე შეურაცხმყოფელი ნაბიჯი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, საუბარია სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელ საკითხებზე, ეს უკავშირდებოდა ელჩის გაწვევის და შემდეგ მისი გათავისუფლების საკითხს. დღემდე, უკრაინა რჩება დემარშის მდგომარეობაში საქართველოს მიმართ, ასე გამოდის, ამის შემდეგ რაიმე განსხვავებული ნაბიჯი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან არ გვინახავს, ეს ვითარება არის შესაცვლელი,"- განაცხადა კობახიძემ. 

დღის ამბები