25 აპრილი 2024,   17:45
ვრცლად
"საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში ცვლილებებს პარლამენტში დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ

საკანონმდებლო ორგანოში დღეს "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ.

მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ ცვლილებებს ოპოზიცია პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აღიქვამს.

"ამ ცვლილებებს არ გააჩნია არანაირი რეალური ლოგიკა. ის საკითხები, რომლებიც უნდა რეგულირდებოდეს პოლიტიკური დიალოგით, ამას კანონი ვერ მოაწესრიგებს. თუ რეალურად საქმის კეთება უნდათ, ძალიან ბევრი მიმართულებით არის საქმე გასაკეთებელი და თუ სადამსჯელო პროცესების წარმოება უნდათ და კანონის სახელით, ამაში ჩვენ მათ, რა თქმა უნდა არ გავყვებით," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი ანა ნაცვლიშვილი.

ოპონენტების კრიტიკას არ იზიარებენ სახელისუფლებო გუნდში და თვლიან, რომ მიზანი არა რომელიმე უწყებაზე შურისძიება, არამედ სამართლებრივი ლაფსუსის გამოსწორებაა.

"საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანულ კანონში შედის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაც შესაძლებელს გახდის, რომ მთავრობამ პრეზიდენტის ქმედებასთან დაკავშირებით ოფიციალურად მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს ინტერპრეტაციისთვის თუ რეალურად ვის პრეროგატივას წარმოადგენს უცხოეთის ქვეყნებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში ელჩების დანიშვნა,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე.

დღის ამბები