19 აპრილი 2024,   12:28
ვრცლად
ხმაური პლენარულ სხდომაზე - დეპუტატი თაკო ჩარკვიანი ანრი ოხანაშვილს დაუპირისპირდა

დაპირისპირება იყო დღეს პლენარულ სხდომაზე - დეპუტატ თაკო ჩარკვიანის თქმით, უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა პრაქტიკულად პუტინის პროპაგანდისტების განცხადება გაახმოვანა, თაკო ჩარკვიანმა გვამების შემოდებაზე კომენტარი გაიხსენა.

"არსებობს შავი ხვრელი და კონტრაბანდა იარაღით და არსებობს მორალური შავი ხვრელი, რაც აწარმოა ანრი ოხანაშვილმა, როდესაც თქვა, რომ უკრაინას ასწავლიან როგორ შემოდონ გვამები. მან გაახმოვანა პრაქტიკულად პუტინის პროპაგანდისტების განცხადება, რომ უკრიანამ შემოდო გვამები," - აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა. 

თაკო ჩარკვიანის განცხადებას მოგვიანებით ანრი ოხანაშვილმა ტრიბუნიდან უპასუხა და თქვა, რომ მორალზე საუბრის უფლება ოპონენტების ნაწილს არ აქვს - სწორედ ამას მოჰყვა ხმამაღალი დისკუსია და თაკო ჩარკვიანის პროტესტი.

დღის ამბები