20 აპრილი 2024,   11:54
ვრცლად
მომდევნო კვირებში გამოიკვეთება ომის შედეგები, ახლა კი აუცილებელია ერთიანობა - ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

მომდევნო კვირებში გამოიკვეთება ომის შედეგები, ახლა კი აუცილებელია ერთიანობა - ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ავსტრიელ, უნგრელ, სლოვაკ და სლოვენიელ კოლეგებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 5 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების განხილვის მთავარი თემა უკრაინაში საომარი მოქმედებები იყო.

დიპლომატებს მიაჩნიათ, რომ რუსეთი უკრაინაში მტრულ ქმედებებს გააგრძელებს რის გამოც, მოსკოვს სანქციების მორიგი პაკეტი უნდა დაუწესდეს.

"ევროპა და მსოფლიო უპრეცენდენტო ომის პირისპირაა. სამხედრო სიტუაცია აჩვენებს, რომ მომდევნო კვირებში გამოიკვეთება ომის შედეგები. ახლა არის გადამწყვეტი მომენტი, რომ ვიმოქმედოთ ერთიანად. ჩვენი ევროკავშირის პრეზიდენტობის პირობებში მინდა ავღნიშნო დისკუსია პროგრესზე რუსეთიდან ნავთობის იმპორტის შემცირებაზე. უკრაინის ევროკავშირში კანდიდატის სტატუსი, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს ამ ნაბიჯის გადადგმა,"- აცხადებს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპასკი.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ომი მომავალში უფრო ბრუტალურ სახეს შეიძენს და ამას ეკონომიკური სანქციებით უნდა დაუკავშირდნენ:

"გასულ კვირას ჩვენ მივიღეთ სანქციების მე5-ე პაკეტი. ეს ომი მომავალში უფრო ბრუტალურ სახეს შეიძენს, ჩვენ კი ამაზე რეაქცია უნდა გვქონდეს ეკონომიკური სანქციებით. ჩვენ ალბათ ისევ მოგვიწევს ისეთ სურათების ნახვა რაც ბუჩაში ვნახეთ, ეს იყო კადრები რამაც შოკში ჩაგვაგდო. პუტინმა ეს ომი წააგო. ბუნებრივია რომ იმ ომის დანაშაულებებზე რაც მოხდა, რუსეთის პრეზიდენტი პასუხისმგებელია. მჯერა რომ უკრაინის მიმართ დიდ ემპათიასა და სოლიდარობას გამოვხატავთ. დავეხმარებით ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს,"- აღნიშნავს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრ შალენბერგი.

უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი კი აღნიშნავს, რომ უნგრეთი არ აპირებს უკრაინას იარაღი გადასცეს, რადგან მისივე თქმით,  უნგრეთს არ სურს ამ ომში ჩათრევა:

"უნგრეთს სამეზობლოში მშვიდობა სურს. სწორედ ამიტომ უნგრეთის მოვალეობაა მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება. უნგრეთს არ სურს ამ ომში ჩათრევა. ჩვენ გამოვყავით 500 მილიონი ევრო მშვიდობის განმტკიცებისთვის, თუმცა არ ვაპირებთ უკრაინას იარაღი გადავცეთ. ჩვენ ხელი მოვაწერეთ 5-ივე სანქციების პაკეტს. ჩვენთვის არსებობს ერთი წითელი ხაზი, ესაა ენერგო უსაფრთხოება. ამიტომაც განვაცხადეთ, რომ ვერ მოვაწერთ იმ სანქციებს ხელს სადაც ნავთობსა და გაზზეა საუბარი. ენერგორესურსები ეს რეალური საკითხია და არა ფილოსოფიური," - აცხადებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო.

სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი კი აცხადებს, რომ ეს ომი უზარმაზარი პოლიტიკური მარცხია პუტინისთვის.

"თანხას, რასაც რუსეთს ვუხდით, ეხმარება პუტინს მართვაში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ენერგოდამოკიდებლობის მოპოვებისთვის. ვიცით რომ ეს ძალიან მალე ვერ მოხდება თუმცა, ნაბიჯები გადადგმულია. სლოვაკეთი არამხოლოდ პოლიტიკურად, არამედ სამხედრო კუთხითაც ეხმარება უკრაინას, რადგან ახლა უკრაინას მხოლოდ ამ გზით შეუძლია რომ გადარჩეს. მზად უნდა ვიყოთ რუსეთის განგრძობადი მტრული ქმედებებისთვის. რუსეთი ყველაფერს საპირისპიროს მიიღებს. ის დაინახავს კიდევ უფრო გაზრდილ ნატოს წარმომადგენლობას. ეს ომი უზარმაზარი პოლიტიკური მარცხია პუტინისთვის," - აღნიშნავს სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი ივან კორჩოკი.

სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი კი ამბობს, რომ არსებული სიტუაციის შესაბამისად, მორიგი სანქციების პაკეტის დაჭესებაა საჭიერო:

"არსებული სიტუაცია მოითხოვს მორიგ სანქციების პაკეტს. სლოვენია მხარს უჭერს ამ სანქციებს და ვფიქრობ ყველა ქვეყანა ანალოგიურად უნდა მოიქცეს. ჩვენ ისეთ სიტუაციაში ვართ, სადაც ძველი შეცდომები აღარ უნდა გავიმეოროთ. როცა მოხდა ყირიმის ანექსია, შემდეგ კი ჩვენ გავაგრძელეთ რუსეთზე ენერგო დამოკიდებულება. ახლა დროა, რომ ეს დასრულდეს,"- აცხადებს სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანჟე ლოგარი.

დღის ამბები