20 აპრილი 2024,   05:58
ვრცლად
ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერს და მმართველი პარტიის წევრებს კორუფციაში ადანაშაულებს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერს და მმართველი პარტიის წევრებს კორუფციაში ადანაშაულებს:

"დედაქალაქის კორუმპირებული მერი აფორმებს ხელშეკრულებას და ერთ ნაგვის ურნაში იხდის 42 960 ლარს, ჯამში 5 300 000-ის ხელშეკრულებას უფორმებს იმ კომპანიას, რომელიც არის "ქართული ოცნების" მსხვილი შემომწირველი," - ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ხაბეიშვილი კახა კალაძეს მოუწოდებს, არ გააფორმოს ხელშეკრულება. 
მისი თქმით, ამ კომპანიასთან დაკავშირებულია პარლამენტის დეპუტატის ბექა ოდიშარიას ქვისლი. 

ბრალდებას პასუხობს ბექა ოდიშარია და აცხადებს, რომ ლევან ხაბეიშვილის სიტყვას არანაირი ფასი არ აქვს, თვითონ მას კი არაფერი აკავშირებს აღნიშნულ კომპანიასთან.

 

დღის ამბები