"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიციაში კრიზისია. მმართველი გუნდის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, მათი სურვილი, ფლობდნენ ხელისუფლებას უფრო მეტია, ვიდრე ერთმანეთის ურთიერთგაგება.
"აქვთ დაპირისპირება, რადგან მათი სურვილი, ფლობდნენ ხელისუფლებას უფრო მეტია, ვიდრე ერთმანეთის ურთიერთგაგება. რა თქმა უნდა, ეს ოპოზიციურ კრიზისზეც მიუთითებს იქიდან გამომდინარე, რომ მათი ერთადერთი სურვილია ხელისუფლებაში მოხვედრა, ხოლო ხელისუფლებაში მოხვედრის ვერცერთი მექანიზმი და გზა, ჯერჯერობით, ვერ შეიმუშავეს, რომელსაც რაიმე ეფექტი ექნებოდა,"-აცხადებს ბექა დავითულიანი.
შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ოპოზიციონერ კოლეგებს აკრიტიკებს და ფეისბუქ პოსტით მიმართავს. ოპოზიციონერი დეპუტატი წერს, რომ ოპოზიციამ ვერ შეძლო საპროტესტო ტალღის აგორება, ამას კი, თავის გასამართლებლად, ოპოზიციონერი დეპუტატების პარლამენტში შესვლას აბრალებენ.