19 აპრილი 2024,   10:26
ვრცლად
ფორმატია საინტერესო, რა ნიშნით იყვნენ შერჩეულნი პოლიტიკური პარტიები, 6 რადიკალური ოპოზიციური პარტია, ენმ და მისი სატელიტები - კობახიძე ოპოზიციისა და NGO-ების შეკრებაზე

ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობამ" რეგიონში არსებული კონფლიქტის დროს გადაწყვიტა შეკრების ჩატარება და რევოლუციური სცენარის დაჩქარება, რისი განხორციელების საშუალებას მმართველი გუნდი არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ მისცემს, ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენ ჩავეძიეთ ამ ინფორმაციას და როგორც ჩანს, დასტურდება ეს ყველაფერი. ეს იქნებოდა სკანდალური ინფორმაცია, რომ არა ერთი ფაქტორი. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს პოლიტიკური ძალა თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია ქვეყანაში არეულობის შემოტანისკენ, თუმცა თვითონ ფორმატია ძალიან საინტერესო, რა ნიშნით იყვნენ შერჩეულნი პოლიტიკური პარტიები, ყველასთვის გასაგებია - წარმოდგენილნი იყვნენ მხოლოდ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პირდაპირ არიან "ნაცმოძრაობასთან" დაკავშირებულნი, თავად "ნაცმოძრაობა", "ევროპული საქართველო", "სტრატეგია აღმაშენებელი", ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ხოშტარიას პარტია და „ლელო“.

ანუ 6 რადიკალური ოპოზიციური პარტია - "ნაცმოძრაობა" "და მისი სატელიტები. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით, რომ ეს NGO-ები არიან ე.წ. NGO-ები. ამ არასამთავრობოების წარმომადგენლებიც იყვნენ იქ და იმ მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც, რომლებიც პირდაპირ ეკუთვნიან "ნაცმოძრაობას", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

12 აპრილს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა: „გარკვეული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დაიქირავეს უცხოელი ტრენერი, რომ მოამზადონ საქართველოში სიტუაცია, რათა მოხდეს ხელისუფლების დამხობა“.

დღის ამბები