20 აპრილი 2024,   11:20
ვრცლად
პარლამენტი მეორე მოსმენით "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებს განიხილავს

პარლამენტი მეორე მოსმენით "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებს განიხილავს. ჯერ კიდევ მოქმედი კანონის თანახმად, სახელმწიფო ორგანოს მეორე ორგანოს წინააღმდეგ კომპეტენციის შესახებ დავის წამოწყება მის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტის საფუძველზე შეუძლია.

არსებული კანონით კომპეტენციის შესახებ დავის ფარგლებში მხოლოდ ნორმატიული აქტის გასაჩივრება არის დასაშვები. "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტით კი, ასეთი დავის წამოწყება შესაძლებელი ხდება არა მხოლოდ ნორმატიული აქტის, არამედ "მოქმედება/უმოქმედობის" საფუძველზეც, თუკი ერთი სახელმწიფო ორგანო ჩათვლის, რომ მეორემ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება დაარღვია.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი და რატი იონათამიშვილი

დღის ამბები