20 აპრილი 2024,   14:00
ვრცლად
ბიჭმა, რომლის ბებიამ სახლი "ალტ-ინფოს" მიაქირავა, სახლიდან უკრაინის დროშა გადმოფინა - ოზურგეთში დღესაც ხმაური და დაპირისპირება იყო

ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩაზე "ალტ-ინფოს" ოფისთან, დღესაც ხმაური და დაპირისპირება იყო.

ხმაური მას შემდეგ დაიწყო, როცა სახლის მეპატრონემ, ილია თაყაიშვილმა ფანჯრიდან საქართველო-უკრაინის დროშა გამოფინა და მედიასთან გააკეთა განცხადება, რომ პრორუსული ძალების თავშესაფარი მისი სახლი არასოდეს გახდება და არ მისცემს მათ ფუნქციონირების საშუალებას, მიუხედავად ბებიამისის მხარდაჭერისა.

ილია თაყაიშვილის ბებია კი საპირისპიროს ამბობდა მის მხარდამჭერებთან ერთად, რომლებიც საცხოვრებელ სახლში დილიდან შეიკრიბნენ. ისინი "კონსერვატიულ მოძრაობას" ეროვნულ ძალად მოიხსენიებდნენ და რუსეთთან ძმურ კავშირზე საუბრობდნენ. ბებიამ, ციცო ხუჭუამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტებს და ეზოდან გაყარა. 

ადგილზე იმყოფება პოლიცია. გურიის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე აცხადებს, რომ ისინი შეტყობინების საფუძველზე,  დაპირისპირების ასარიდებლად და წესრიგის დასაცავად მივიდნენ.

დღის ამბები