25 აპრილი 2024,   00:43
ვრცლად
ტრენინგის ერთ-ერთ პატიოსან მონაწილეს უკითხავს, კი მაგრამ, ტირანია სად არისო და ამის გამო გააძევეს - თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციური პარტიების შეხვედრას პიტერ აკერმანთან "სასოწარკვეთილი პოლიტიკოსების შეკრება" უწოდა. მისი თქმით, ტრენინგის მთავარი თემა იყო "როგორ დავასრულოთ ტირანია", მაშინ, როდესაც ქვეყანაში ასეთი რამ არ არსებობს.

"აშკარად, ეს იყო სასოწარკვეთილი პოლიტიკოსების შეკრება და შეხვედრის და დღის მთავარი თემა იყო "როგორ დავასრულოთ ტირანია". რამდენადაც ჩვენ ვიცით, ერთ-ერთ პატიოსან მონაწილეს უკითხავს, კი მაგრამ, ტირანია სად არისო და ამის გამო უსაყვედურეს მას და გარიცხეს ტრენინგიდან. მართლაც ეს არის შეკითხვა და არაადეკვატურობის ნათელი მაგალითი, როდესაც ოპოზიცია იკრიბება იმ საკითხზე, რომელიც, რეალურად, არ არსებობს,"-აცხადებს თალაკვაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები