25 აპრილი 2024,   03:37
ვრცლად
საქართველოში მარტის თვეში ექსპორტის 26%-ით ზრდა დაფიქსირდა - რა წერია საქსტატის მონაცემებში

საქართველოში, საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი გაიზარდა და 3 მილიარდ 866 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს მონაცემი წინა წლის პერიოდთან შედარებით 38 პროცენტით მეტია. საუბარია 2022 წლის იანვარ-მარტის მონაცემებზე. ექსპორტი 43%-ით, ხოლო იმპორტი თითქმის 36 პროცენტით გაიზარდა. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებული ზრდის ტენდენციები, ეკონომიკურ დინამიკას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ექსპორტ - იმპორტის მაჩვენებლების დადებით ტენდენციებს, რადგან ქვეყანამ პანდემიის პერიოდი გამოიარა და იმ რეგიონშია, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. ეკონომიკის აღდგენის ტემპებზე რომ საგარეო ვაჭრობის ზრდა პოზიტიურად აისახება, ამას ფინანსთა სამინისტროშიც ადასტურებენ.

ექსპერტების შეფასებით სავაჭრო ბრუნვის ბალანსი მომავალშიც უნდა შენარჩუნდეს, თუმცა ამისთვის მნიშვნელოვანია ადეკვატურად იყოს გათვალისწინებული რეგიონში არსებული რისკები. ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერა ანალიტიკოსების განმარტებით, სავაჭრო ბრუნვის დადებითობის ერთ-ერთი მთავარი გარანტია.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, მიმდინარე წლის 19 აპრილს გამოაქვეყნებს.

დღის ამბები