20 აპრილი 2024,   06:15
ვრცლად
რატომ ვერ შეთანხმდნენ  "ქართული ოცნება" და მათი ოპონენტები ბუჩაში ერთობლივ ვიზიტზე და რა  კვოტაზე საუბრობენ ოპოზიციის ლიდერები 

უკრაინაში საქართველოს საპარალამენტო დელეგაციის ვიზიტის დეტალები ჯერ არ დაზუსტებულა. ოფიციალურად არ გაწერილა არც დელეგაციის შემადგენლობა. საკითხზე კონსულტაციები დღეს გაგრძელდება. რამდენიმე დღიანი მსჯელობის მიუხედავად "ქართული ოცნება" და მათი ოპონენტები ბუჩაში ერთობლივ ვიზიტზე ვერ შეთანხმდნენ - მიზეზი ოპოზიციისთვის გამოყოფილი კვოტაა.

ამ ეტაპზე უკრაინაში ორი დელეგაციის გამგზავრება იგეგმება. ოპოზიცია უკრაინაში ჩასვლას და მეგობარი ქვეყნისთვის სამძიმრის გამოცხადებას პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის შემდეგ აპირებს.

პარლამენტის წევრი, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის თქმით, პაპუაშვილის ვიზიტის შემდეგ, ოპოზიცია უკრაინაში უფრო ფართო დელეგაციით მოგვიანებით განახორციელებენ ვიზიტს უკრაინაში.  

დღის ამბები