20 აპრილი 2024,   17:17
ვრცლად
"ეს მათი პასუხისმგებლობაა" - ხათუნა სამნიძისთვის "ნაცმოძრაობის" უარი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად უკრაინაში გამგზავრებაზე გაუგებარია

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილება, არ გაემგზავრონ უკრაინაში ფართო საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად. 

"მოლაპარაკებები როცა დაიწყო "ქართულ ოცნებასთან", როცა გამოთქვეს მზაობა, ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებდა ყველა ოპოზიციური პარტია წარმოდგენილი პარლამენტში, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობა". ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია, როცა პროცესში მონაწილეობდნენ და საბოლოო ჯამში, მათი გადაწყვეტილება ყოფილა, რომ ფართო საპარლამენტო დელეგაციაში მონაწილეობა არ მიიღონ.

ეს არის მათი პასუხისმგებლობა, მე, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები, სწორედ ამიტომაც ვიღებ მონაწილეობას ამ დელეგაციაში და კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, ჩვენი საზოგადოებისთვის არ არის დრო არც პარტიული დაპირისპირებების, არც ქვეყნის შიგნით დაპირისპირებების," - ამბობს ხათუნა სამნიძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები