"ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას, იმასთან დაკავშირებით, რომ პარტია უკრაინაში გასამგზავრებელ საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არ იქნება, შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" წევრი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ვისაც დაგეგმილ ვიზიტში არ უნდა მონაწილეობის მიღება, ეს მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია.
"პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაციაშია ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის გამოყოფილი არის ერთი ადგილი. ყველას აქვს საშუალება ჩაჯდეს თვითმფრინავში, წამოვიდეს და მიიღოს სამძიმრის ღონისძიებაში მონაწილეობა. ეს ძალიან დაბალ ნიშნულზე არსებული პოლიტიკური ურთიერთობა ქვეყნებს შორის ამით გამოვასწოროთ და ყველამ მივიღოთ ამაში მონაწილეობა. ვისაც არ უნდა ამაში მონაწილეობის მიღება, ეს არის მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი და ალბათ მას მოუწევს მერე ამის ახსნა, რატომ არ ჩაჯდა თვითმფრინავში თუ ავტობუსში დანარჩენ ოპოზიციასთან და მმართველ პარტიასთან ერთად," - აცხადებს ლევან იოსელიანი.