საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად უკრაინაში გამგზავრებას გეგმავს პარტიის "საქართველოსთვის" წევრი, გიორგი ხოჯევანიშვილი. მისი განცხადებით, ვიზიტი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისთვისაა და ის ქართულ-უკრაინული ურთიერთობებისთვის კარგი იქნება.
"ვგეგმავ პირადად მე წასვლას. ეს ის შემთხვევაა, როდესაც თუ საქართველო შეძლებს ერთსულოვნებას და გარკვეულწილად სოლიდარობის ამ აქტში მივიღებთ ყველა პოლიტიკური პარტია მონაწილეობას, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ კარგი ქართულ-უკრაინული ურთიერთობებისთვის," - ამბობს გიორგი ხოჯევანიშვილი.