19 აპრილი 2024,   08:48
ვრცლად
მოსალოდნელია თუ არა კვების პროდუქტების დეფიციტი - მარაგების მდგომარეობაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა პარლამენტში ისაუბრა

ქვეყანაში შაქრის, ფქვილისა და ხორბლის მარაგი საკმარისად არის და ამ მხრივ, შეფერხება არ არსებობს. ამის შესახებ მინისტრის საათის ფორმატში განცხადება ოთარ შამუგიამ გააკეთა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დეპუტატების წინაშე გამოსვლისას პურის ფასზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ფასების მნიშვნელოვანი ცვლილებების შემთხვევაში, შესაბამის ღონისძიებებზე იმსჯელებენ. მინისტრმა უპასუხა დეპუტატების კითხვებსაც. ოთარ შამუგიას განცხადებით, რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე ქვეყანაში კვების პროდუქტის მარაგების კუთხით პრობლემა არ არსებობს.

გამოწვევების პასუხად მინისტრმა ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ მიზნად ადგილობრივი წარმოების ზრდა დაასახელა.

"არსებობს კითხვა ხომ არ შეიქმნება სურსათით მომარაგების პრობლემა, მინდა გითხრათ რომ ჩვენ მუდმივ მონიტორინგზე გვყავს ეს პროცესი და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ამ ეტაპზე ჩვენ არანაირი შეფერხებები არ გვაქვს.

სოფლის მეურნეობის დარგში გატარებული პოლიტიკის შედეგად მნიშვნელოვანი დინამიკა გვაქვს როგორც წარმოების ასევე ექსპორტის მიმართულებით. რა თქმა უნდა გაგრძელდება ინსტიტუციური რეფორმების  განხორციელება, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს შედეგზე ორიენტირებული მართვის ერთიანი მიდგომის დანერგვას, სოფლის განვითარების ევროპული მმართველობის პრინციპების შესაბამისად და ხელს შეუწყობს ევროინტეგრაციის პროცესს," - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

დღის ამბები