20 აპრილი 2024,   20:32
ვრცლად
არც უკრაინაში და არც მოლდოვაში, ეს კითხვარები გასაჯაროებული არ არის, ასეთი ისტერია არც ერთი ქვეყნის ოპოზიციას არ დაუყენებია - შალვა პაპუაშვილი

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას, ევროკავშირის კითხვარის გასაჯაროების შესახებ, ოპოზიციაში გამოეხმაურნენ. 

"მოვუწოდებ დარჩიაშვილს, ნუ მოიმიზეზებს, რომ ახლა შაბათი და კვირა მოდის და დროულად გაასაჯაროოს ისე, როგორც ნორმალურ სახელმწიფოში უნდა ხდებოდეს. საკმაოდ მძიმეა ვითარება და ამ პროცესს საქართველო ძალიან მძიმედ ხვდება. მაგრამ მადლობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ რთული კი არა, გამარტივებული კითხვარი გამოგვიგზავნეს, უკრაინის გეოპოლიტიკური ტურბულენციიდან გამომდინარე,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე. 

ოპოზიციაში ასევე ამბობენ, რომ როგორც კი დოკუმენტი გასაჯაროვდება, ამაზე ღია დისკუსია უნდა დაიწყოს.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ ამ სიტუაციაში მთავრობამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო დოკუმენტის გასაჯაროვებით

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპაუაშვილი კი აცხადებს, რომ ოპოზიცია ყველაფერზე ცდილობს ეჭვების ბურუსი შექმნას და მისივე თქმით, ამას აკეთებენ ევროკავშირის კითხვარის შემთხვევაშიც:

"ცდილობენ ყველაფრის გარშემო შექმნან თითქოს ეჭვების ბურუსი, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება კითხვარის შევსებისას რაღაცას იზამს, არ ვიცი რა ეჭვები აქვთ, ისინი წარმოშობენ უსაგნო დისკუსიას. სხვათა შორის, არც უკრაინაში და არც მოლდოვაში, ეს კითხვარები გასაჯაროებული არ არის და როგორც წესი, სტანდარტია ის, რომ არ საჯაროვდება, რადგანაც ასეთი ისტერია არც ერთ ქვეყნაში, არც ერთ ოპოზიციას არ დაუყენებია. სამწუხაროდ ჩვენთან ჩანს ჩვენი ოპონენტების დამოკიდებულება, რომ ისტერია შექმნან ყველა საკითხის გარშემო. გასაჯაროვდება ეს კითხვარი და ყველა ნახავს, რომ აქ არაფერი განსაკუთრებული არ არის,"- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპაუაშვილი

დღის ამბები