23 აპრილი 2024,   14:12
ვრცლად
"ცოტა ღიმილის მომგვრელია, რით ვერ დაიღალა სუსი სისულელეებზე რეაგირებით" - ბაჩო დოლიძე სავარაუდო პროვოკაციის დაგეგმვის შესახებ

პარლამენტის თავმჯდომარის უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია - საუბარია პროვოკაციის დაგეგმვაზე. სუსი "კურიერს" უდასტურებს, რომ მოკვლევა დაიწყო 325-ე მუხლით, რაც საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმას გულისხმობს. აქვე, უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ცნობები წერილობით უკვე მიაწოდეს უკრაინელ კოლეგებს.

თავდაპირველად, დაგეგმილ პროვოკაციაზე ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ისაუბრა და ამაში "ნაციონალური მოძრაობა" დაადანაშაულა.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამ ბრალდებას სერიოზულად არ იღებენ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც არასერიოზულ უწყებად მიიჩნევენ.

"ცოტა ღიმილის მომგვრელია, რით ვერ დაიღალა სუსი სისულელეებზე რეაგირებით. სუსისგან იმდენი განცხადება გვაქვს მოსმენილი და იმდენი საქმეა აღძრული ხან გადატრიალებაზე და ხან გადმოტრიალებაზე, ვერ ვუყურებთ მაგ უწყებას სერიოზულად. შესაბამისად, სერიოზული შეფასებები ვერ იქნება ჩვენი მხრიდან. მით უმეტეს, დელეგაციაზე თავდასხმას "ნაციონალური მოძრაობა" აორგანიზებს უკრაინაში - უტოპიაშია, სამწუხაროდ, ბატონო ვოლსკი და უტოპიაში ამყოფებს ამხელა სერიოზულ სამსახურს," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბაჩო დოლიძე.

 
დღის ამბები