საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ქართულ დელეგაციასთან ერთად კიევში იმყოფება. შალვა პაპუაშვილმა უკრაინაში ვიზიტის შესახებ შალვა პაპუაშვილმა twitter-ზე დაწერა.
"ჩავედი კიევში ქართველ დეპუტატებთან ერთად საქართველოს გზავნილის გადასაცემად: ვგრძნობთ თქვენს მწუხარებას, საქართველო მხარს უჭერს უკრაინას, ქართველები დგანან უკრაინელების გვერდზე," -წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაცია უკვე კიევშია. უკრაინაშია პარლამენტის სამივე ვიცე სპიკერიც. უკრაინულ მხარეს შესახვედრად საქართველოდან 9 დეპუტატი გაემგზავრა. დასრულების შემდეგ კი განცხადებები გაკეთდება. აღნიშნულის შემდეგ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, რუსეთის აგრესიის შედეგად განადგურებულ ბუჩასა და ირპენში ჩავლენ.