საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და გიორგი მარგველაშვილი უკრაინაში იმყოფებიან, პრემიერისთვის საინტერესო არ არის. ამის შესახებ მან კახეთში ვიზიტისას, ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა მათ, ვისაც მისი თქმით, ომი სურთ, რომ საქართველოში მეორე ფრონტი არ იქნება:
"მე ხალხს ველაპარაკები იმ პრობლემებზე, რომელიც გვაქვს, არ მაინტერესებს ვინ სად წავიდა, რომელი "ნაცმოძრაობის" პროვოკატორი რას აკეთებს და ვინ რას აცხადებს, ეს არ არის ჩემთვის საინტერესო. ომის პარტიას და ომის მსურველებს მინდა ვუთხრა, რომ მეორე ფრონტი ქვეყანაში არ იქნება. კიდევ მინდა ვუთხრა ჩვენს ხალხს, რომ ის დამანგრეველი შედეგები, რაც მოიტანა აგვისტოს ომმა და ომებმა 90-იან წლებში, მათ შორის სამოქალაქო ომმა ეს აღარ განმეორდება. ჩვენი მთავრობა არის პასუხისმგებლიანი. მე პირველ რიგში პასუხს ვაგებ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე. ამიტომ, ომის და მოღალატეების პარტია რას გადაწყვეტს და ვინ სად წავა, ეს არ არის ჩემთვის საინტერესო.
ჩვენი დელეგაცია შალვა პაპუაშვილის მეთაურობით ჩასულია უკრაინაში,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.