19 აპრილი 2024,   15:55
ვრცლად
"მე კიდევ ერთხელ გირჩევთ, რომ დაღუპული მეომრების სახელით სპეკულირება არის უზნეო საქციელი" - ირაკლი ღარიბაშვილი

"დაღუპული მეომრების სახელით სპეკულირება უზნეო საქციელია" - ასე უპასუხა პრემიერმა ჟურნალისტებს, რომლებსაც აინტერესებდათ, თუ რატომ არ მიდიან ხელისუფლების წარმომადგენლები უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სამძიმარზე. 

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს უკრაინაში მიმდინარე ომში გარდაცვლილი პირების ქვეყანაში გადმოსვენებისა და ღირსეული სამხედრო წესით დასაკრძალად.

"მე კიდევ ერთხელ გირჩევთ, რომ დაღუპული მეომრების სახელით სპეკულირება არის უზნეო საქციელი. რაც მევალებოდა მე, როგორც ხელისუფალს და მთავრობას, ყველაფერი გავაკეთე. დაწყებული მათი გადმოსვენებით და მათი ღირსეული სამხედრო წესით და პატივით დაკრძალვით. დანარჩენი ყველაფერი არის უბრალოდ სპეკულაციები. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს," - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.  

 

 

დღის ამბები