25 აპრილი 2024,   18:49
ვრცლად
ყველა მუნიციპალიტეტში ჩავალ, პირადად უნდა მოვინახულო ყველა პროექტი, რომელსაც დავპირდი მოსახლეობას არჩევნებამდე - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ის გააგრძელებს რეგიონებში სტუმრობას და ჩავა ყველა მუნიციპალიტეტში, რათა პირადად მოინახულებს ყველა პროექტს, რომელსაც პირადად დაპირდა მოსახლეობას არჩევნებამდე:

"ვაგრძელებ რეგიონებში სტუმრობას, ყველა მუნიციპალიტეტში ჩავალ, პირადად უნდა მოვინახულო ყველა ის პროექტი, რომელსაც პირადად მე დავპირდი მოსახლეობას არჩევნებამდე. სამუშაოები არის აქტიურ ფაზაში გადასული. ყველა პროექტი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და მინდა ვთქვა, რომ ჩვენთვის ყველაზე მთავარი ახლა არის ეკონომიკის, ტურიზმის განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა, დასაქმება, სიღარიბის შემცირება და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, თუ ჩვენს ქვეყანაში არ იქნება მშვიდობა და სტაბილურობა. ამიტომ, ისევ და ისევ უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის, ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის, ნომერ პირველი ამოცანაა ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და უზრუნველვყოთ განვითარება, ყველა რეგიონს, ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს. ამიტომ ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანაა ქვეყანაში იყოს მშვიდობა," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები