29 მარტი 2023,   07:28
ვრცლად
"დასწრებაზე ხომ არ არის, ვინ პირველი ჩავა და ვინ მეორე..." - ენმ-ში, ამბობენ, რომ უკრაინაში ვიზიტის დაგეგმვა სწრაფად მოხდა 

უკრაინაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ჩასვლის შესახებ კომენტარი კეთდება პარტიაში. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი, ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ ვიზიტის დაგეგმვა სწრაფად მოხდა. ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ შექმნილ ვითარებაში რაც უფრო ინტენსიური გახდება უკრაინაში ვიზიტი, მით უკეთესი იქნება. 

"სწრაფად მოხდა აღნიშნული ვიზიტის დაგეგმვა და როგორც კი იყო შესაძლებელი, რომ გამართულიყო მაღალი დონის შეხვედრები, მაშინ მოახერხეს პარტიის წევრებმა ჩასვლა. დასწრებაზე ხომ არ არის, ვინ პირველი ჩავა და ვინ მეორე, მანამდეც ვიყავით ჩასულები და კარგი იქნება რაც უფრო ინტენსიური გახდება ჩვენი მხრიდან ჩასვლა. ბატონი მარგველაშვილია ჩასული, სხვა წევრებიც არიან ჩასულები და მხოლოდ და მხოლოდ მიხარია ის, რომ საქართველოდან ძალიან ბევრი ადამიანი ჩადის და მართავს სხვადასხვა ტიპის შეხვედრას.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ პირადი კონტაქტებიც გვაქვს და რა თქმა უნდა, ვიყენებთ ამ ყველაფერს და შესაბამისად, ვეცდებით, რომ უმაღლესი დონის შეხვედრები იყოს," - აცხადებს ბაჩო დოლიძე. 

დღის ამბები