25 აპრილი 2024,   21:35
ვრცლად
შეჯიბრი გამოაცხადა "ნაცმოძრაობამ", რომელიც გაწბილებულია იმით, რომ ნაბიჯები გადაიდგა კონსტრუქციულობისკენ - გიორგი ვოლსკი

უკრაინაში "ნაციონალური მოძრაობის" ინდივიდუალური ვიზიტით გამგზავრების საკითხს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ეხმაურება. გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" იმედგაცრუებულია იმით, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობის კონსტრუქციულობისკენ ნაბიჯები იდგმება. 

"შეჯიბრი გამოაცხადა ნაცმოძრაობამ, აფსაიდში დარჩენილმა პოლიტიკურმა გუნდმა, რომელიც სერიოზულად არის გაწბილებული იმით, რომ ნაბიჯები გადაიდგა კონსტრუქციულობისკენ,  რათა უკრაინასა და საქართველოს შორის არ იყოს ეს გაუგებარი შუამავალი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ პოზიტიური კომუნიკაცია არ შედგეს. ამ გაწბილების გადაფარვა კვლავ საინფორმაციო სივრცეში გარკვეული გამორჩეული ადგილის დაკავება იყო მიზანი, რისთვისაც ჩავიდნენ ისინი გაუგებარ მარგველაშვილთან ერთად, რომელიც მისი თქმით, ორი პრეზიდენტის სახელით არის ჩასული," - ამბობს გიორგი ვოლსკიმ.  

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ყველა თემას განურჩევლად, საკუთარი პარტიული ინტერესებისთვის იყენებს. 

"სხვას საყვედურობენ, რომ ახლა ის დროა, როდესაც ერთიანობა უნდა ვაჩვენოთ და ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ ამის გამო, რა წამს ასეთი ერთიანობის პირობა გახდა რეალური გახდა მათთვის, ისინი ამას გაემიჯნენ," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.  

დღის ამბები