19 აპრილი 2024,   18:00
ვრცლად
რუსლან სტეფანჩუკი - განსაკუთრებული პატივია, რომ ვმასპინძლობ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას და შალვა პაპუაშვილს, მინდა გამოვხატო მადლიერება მუდმივი მხარდაჭერისთვის

კიევში საქართველოს და უკრაინის პარლამენტის თავჯდომარეებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, კოლეგებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა ქართველ დელეგაციას უკრაინაში ჩასვლისა და იმ დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

სტეფანჩუკმს აღნიშნა, რომ ქართველ ერს უკრაინელებისთვის ყველაზე კარგად ესმის. 

"განსაკუთრებული პატივია რომ ვმასპინძლობ საქართველოდან საპარლამენტო დელეგაციას და პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს. მოხარული ვარ რომ ბატონი შალვა დაგვთანხმდა დელეგაციით აქ ჩამოსულიყო. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა რიგ საკითხებზე, მხედველობაში მაქვს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები რომელიც ასე მნიშვნელოვანია. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ქართველ დებსა და ძმებს, რომლებმაც ომის გამო წამოსულ ათასობით უკრაინელს საცხოვრებელი მისცეს, მხარდაჭერას უცხადებენ და ზრუნავენ მათზე.

მინდა შესაძლებლობა გამოვიყენო და გამოვხატო ჩვენი ქართველი კოლეგებისადმი მადლიერება მათი მუდმივი მხარდაჭერისთვის საერთაშორისო ასპარეზზე და მხარდაჭერისთვის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. მადლობა მათ, რომ ხმას აძლევენ ჩვენს სასარგებლოდ. ჩვენ ასევე მოვუწოდეთ ჩვენს კოლეგებს შეერთებოდნენ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს. მსურს ქედი მოვიხარო უკრაინის ბრძოლაში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს პატივისცემის ნიშნად.

მაქვს შესაძლებლობა, რომ ქართველ კოლეგასთან ერთად განვიხილო ორი ქვეყნის მომავალი რუსულ აგრესიაზე გამარჯვების შემდეგ. ეს კურსი რა თქმა უნდა, დამოკიდებულია ჩვენს სურვილებზე და ევროპულ პერსპექტივებზე. ეს არის უნიკალური შანსი როგორ უკრაინისთვის ისე საქართველოსა და მოლდოვასთვის," - განაცხადა რუსლან სტეფანჩუკმა.

კიევის შემდეგ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ირპენსა და ბუჩაში ჩავა, სადაც რუსული აგრესიის კვალი ამ დრომდე ჩანს.

 

დღის ამბები