18 აპრილი 2024,   05:10
ვრცლად
"ისტორიული ფაქტია, რომ გერმანიის კაპიტულაცია გამოცხადდა 8 მაისს და არა 9 მაისს" - დეპუტატების ინიციატივა

ოპოზიციონერი დეპუტატები საკანონმდებლო ინიციატივით გამოდიან - იდეა საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღის, 9 მაისის ნაცვლად 8 მაისს აღნიშვნას ითვალისწინებს. კანონმდებლები თარიღის შეცვლის მიზეზად ევროპულ ტრადიციას ასახელებენ. ინიციატივის ავტორები თეონა აქუბარდია, არმაზ ახვლედიანი, ხათუნა სამნიძე, გიორგი ვაშაძე, ტარიელ ნაკაიძე და პაატა მანჯგალაძე არიან.

"ისტორიული ფაქტია, რომ გერმანიის კაპიტულაცია გამოცხადდა 8 მაისს და არა 9 მაისს. ფაქტია, რომ ცივილიზებული მსოფლიო ამ დღეს აღნიშნავს 8 მაისად და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ არაერთმა ქვეყანამ შეცვალა ეს თარიღი და გადავიდა 8 მაისზე, როგორც ეს არის ისტორიულად, ისევე, როგორც ამას ევროპა აღნიშნავს. მაშინ, როდესაც საქართველოს აქვს მიღებული კითხვარი ევროკავშირისგან და ჩვენ გვსურს ევროპულ ოჯახში დაბრუნება, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, ცივილიზებული არჩევანი გავაკეთოთ," - აცხადებს თეონა აქუბარდია.

 
დღის ამბები