23 აპრილი 2024,   18:12
ვრცლად
"ვიდრე ამ ქალაქის მერი ვარ, უკანონო მშენებლობას არასდროს დავუშვებთ" - კახა კალაძის განცხადებით, უკანონო მშენებლობა სისხლის სამართლის დანაშაული გახდა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ვიდრე ის თბილისის მერის თანამდებობას იკავებს, დედაქალაქში უკანონო მშენებლობას არ დაუშვებს.

კალაძემ  კონკრეტული ფაქტები დაასახელა და დამრღვევ პირებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შეახსენა.

"ახალი რეგულაციები და ჯარიმების გაზრდა არ გახდა საკმარისი იმისთვის, რომ ეს მიმართულება მოგვეწესრიგებინა. შესაბამისად, შევედით საკანონმდებლო ცვლილებით პარლამენტში და პარლამენტის მხარდაჭერით უკანონო მშენებლობა, სართულიანობის გადამეტება და ა.შ. სისხლის სამართლის დანაშაული გახდა.

ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც მუნიციპალური მიწების უკანონოდ მიტაცება ხდება და შემდეგ უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსება, რა თქმა უნდა, ესეც კატეგორიულად მიუღებელია და რა თქმა უნდა, არასდროს თავს არ დავუხრით და არ გავჩერდებით, როდესაც ასეთ ფაქტებს წავაწყდებით.

ვიდრე მე ამ ქალაქის მერი ვარ, ვიდრე თბილისის მთავრობას ვხელმძღვანელობ ჩემს თანამშრომლებთან ერთად, უკანონო მშენებლობას არასდროს დავუშვებთ და არ დავუხრით თავს არცერთ ფაქტს, რომელიც გამოვლენილი იქნება," - განაცხადა კალაძემ. 

დღის ამბები