19 აპრილი 2024,   13:52
ვრცლად
საპარლამენტო რესპუბლიკაში სისტემის გადატვირთვის მექანიზმი არის ხოლმე რიგგარეშე არჩევნები - გრიგოლ გეგელია

"ლელოს" წევრის, გრიგოლ გეგელიას შეფასებით, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა  პოლიტიკური პროცესის შედეგია. მისივე თქმით, კრიზისულ სიტუაციებში სისტემას გადატვირთვა სჭირდება, ამის ერთადერთი გზა კი, რიგგარეშე არჩევნებია.

"რიგგარეშე არჩევნები არის ბუნებრივი პოლიტიკური პროცესის შედეგი. დღეს ჩვენ ქვეყანაში გვაქვს ისეთი ტიპის სიტუაცია, რომელსაც, ბუნებრივია, ბოლო წლების განმავლობაში ახასიათებს კრიზისულობა, რაც არ არის კარგი ჩვენი სახელმწიფოსთვის. წარსულში ძალიან ბევრჯერ გვითქვამს, რომ აქედან ერთადერთი გამოსავალი სისტემის გადატვირთვაა, ისევე, როგორც ნებისმიერ საპარლამენტო რესპუბლიკაში სისტემის გადატვირთვის მექანიზმი არის ხოლმე რიგგარეშე არჩევნები," - აცხადებს გეგელია.

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანის მცდელობას მხარს არ უჭერენ "გირჩში." ჰერმან საბოს თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ჯერ წარსული შეცდომები უნდა გაიაზროს და მხოლოდ ამის შემდეგ წარმოადგინოს კონკრეტული გეგმები.

"ჯერჯერობით, რეალური არაფერი მოგვისმენია და თუ გვინდა მისგან რაიმე რეალური მოვისმინოთ, ალბათ მან უნდა დაიწყოს გულწრფელი აღიარებებით სხვადასხვა თემებზე - რა ხდებოდა, რა პრობლემები იყოს მის დროს ხელისუფლებაში და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება მისგან მორალურად სწორი ჭკუის სწავლება, თუ რა უნდა გავაკეთოთ და სხვადასხვა საკითხები როგორ მოვაგვაროთ,"- აცხადებს საბო.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები