25 აპრილი 2024,   14:15
ვრცლად
იმდენჯერ ჩავარდა ეს ამბავი, რომ იმედი მაქვს თავად "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერებიც ეჭვს შეიტანენ ამ გეგმების რეალურობაში - ოპოზიცია ენმ-ის გეგმაზე

პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანის მცდელობას მხარს არ უჭერს დანარჩენი ოპოზიცია. მმართველი გუნდის ოპონენტების ნაწილი "ნაციონალური მოძრაობის" გეგმას წამგებიანს უწოდებს.

ენმ-ის გეგმასთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე დღეა პოლიტიკური შეფასებები კეთდება საკანონმდებლო ორგანოში. ოპოზიციის ნაწილი "ნაციონალური მოძრაობის" გეგმას არარეალისტურს და წამგებიანს უწოდებენ. მათივე თქმით, აღნიშნული პროცესების ქუჩაში გადატანა საბოლოო ჯამში დააზიანებს ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს. ისინი კოლეგებს დაფიქრებისკენ და სერიოზული სტრატეგიების შემუშავებისკენ მოუწოდებენ.

"მე არავისთან კონსულტაციები არ მქონია და არც მსმენია, რომ პარტიაში ამაზე კონსულტაციები ყოფილიყო. ხელისუფლების შეცვლა რომ არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი, ამაზე ორი აზრი არ  არსებობს და მოქალაქეთა დიდ ნაწილ აქვს დაკვეთა ხელისუფლების შეცვლაზე, მაგრამ ოპოზიციამ როგორ უნდა იმუშაოს, რომ შეიცვალოს ხელისუფლება, ამას სერიოზული განსჯა სჭირდება,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი ანა ნაცვლიშვილი. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი ვახტან მეგრელიშვილს კი აცხადებს, რომ პრობლემაა არარეალისტური გეგმების დასახვა და შემდეგ მედიასაშუალებებით ამის რეალობად ქცევა. 

"პრობლემაა ასეთი არარეალისტური გეგმების დასახვა და მერე საკუთარი მედიასაშუალებებით ამის რეალობა გასაღება, მაგრამ იმდენჯერ ჩავარდა ეს ამბავი, რომ იმედი მაქვს თავად "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებიც ეჭვს შეიტანენ ამ გეგმების რეალურობაში,​"- აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი. 

როგორი იქნება ენმ-ის მიერ ორგანიზებული ქუჩის ბრძოლის ტაქტიკა. დეტალებზე სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე უნდა ისაუბროს, რომელიც სულ რამდენიმე წუთია, რაც დაიწყო.  მსჯავრდებული პრეზიდენტი სავარაუდოდ ხელისუფლების ცვლილებაზე და აკერნმანის გეგმაზე გააკეთებს განცხადებას.

დღის ამბები