25 აპრილი 2024,   18:05
ვრცლად
რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები და მასთან გამკლავების საშუალებები - კიდევ რა საკითხები განიხილეს ჯეიმს აპატურაისთან ერთად თავდაცვის სამინისტროში 

ჯეიმს აპატურაი თბილისშია - NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების მიმართულებით, ცოტახნის წინ თავდაცვის სამინისტრომ უმასპინძლა.

ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე ომსა და მის შედეგად რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების რთულ გარემოზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებს, მასთან გამკლავების საშუალებებს და ამ კონტექსტში NATO-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.

ჯეიმს აპატურაიმ კიბერუსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრა ციფრული მმართველობის სააგენტოშიც გამართა, სადაც ჰიბრიდული პოლიტიკის მიმართულება და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევები განიხილეს.

დღის ამბები