19 აპრილი 2024,   00:39
ვრცლად
ენმ-მ განიცადა მეტამორფოზა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიიდან ყველაზე სასოწარკვეთილ ოპოზიციურ პარტიამდე - რატი იონათამიშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ჩანაფიქრებს განხორციელება არ უწერია - თვლიან მმართველ გუნდში. უმრავლესობაში ამბობენ, რომ საზოგადოებას, ისევე სხვა ოპოზიციურ პარტიებს დიდი ხანია აღარ სჯერათ მხოლოდ დესტაბილიზაციისკენ მიმართული "ნაციონალური მოძრაობის" და რომ ყველა მათი ქმედება დამარცხებისთვის არის განწირული.

""ნაციონალურმა მოძრაობამ" განიცადა მეტამორფოზა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიიდან ყველაზე სასოწარკვეთილ ოპოზიციურ პარტიამდე. დღეს უფრო ეს სტატუსი შეესაბამება ამათ, ამიტომ მათი მხრიდან საუბარი ნებისმიერ გაერთიანებაზე სინამდვილეში არის იმის აღიარება, რომ ისინი ვერ ეგუებიან, რომ ოპოზიციური პარტიუკები, რომელსაც ისინი ეძახდნენ დღე გამიჯნულები არიან ამათგან და ყველამ უკვე ფაქტია იცის, რომ პოლიტიკურ ველზე არანაირი მომავალი ამ პარტიას არ აქვს და ვინც მასთან იქნება აფილირებული, იმასაც იგივე ბედი ელის," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ რატი იონათამიშვილმა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ ენმ აბსოლუტურად აცდენილია ქვეყანაში არსებულ რეალობას.

"რაც დრო გადის და რაც ამინდები უკეთესი ხდება, მათი პოლიტიკური დღის წესრიგი სულ უფრო და უფრო იყინება. გამომდინარე აქედან, აბსოლუტურად აცდენილი არიან ისინი იმ რეალობას, რა რეალობაშიც დღეს საქართველო ცხოვრობს და აბსოლუტურად აცდენილი არიან იმ მოთხოვნებს და სულისკვეთებას, რაც მოსახლეობას აწუხებს," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები