20 აპრილი 2024,   01:47
ვრცლად
"ქართული ოცნება" 10 წლისაა - როგორ აფასებს თავის თავს მმართველი პარტია და რა ნიშანს უწერს ოპოზიცია

10 წელი ხელისუფლებაში და არჩევნებში 9-ჯერ მოპოვებული გამარჯვება. კიდევ რით დაამახსოვრა "ქართულმა ოცნებამ" თავი საზოგადოებას - მმართველი გუნდი ბევრ მიღწევაზე საუბრობს, მთავარი კი ადამიანის უფლებების დაცვას უკავშირდება.

"ოცნება" საკუთარი დამსახურებების ნუსხაში თვლის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლასა და ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანას. შეცდომებზე პარტიის საკმაოდ ვრცელ განცხადებებში დღეს მხოლოდ ერთი ციტატა იყო. 

მმართველი გუნდისგან განსხვავებით, შეცდომებზე, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" დაუშვა, საუბრობს ოპოზიცია. ოპონენტები იწუნებენ როგორც სახელისუფლებო პარტიის მმართველობის სტილს, ასევე აკრიტიკებენ იმ ინსტიტუტებს, რომლის მუშაობითაც უკმაყოფილოები არიან.

დღის ამბები