ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი სხვადასხვა ქვეყნიდან კოლეგებს შეხვდება. მოლაპარაკებები გერმანიაში 26 აპრილს რამშტაინის საჰაერო ბაზაზე შედგება.
პენტაგონის პრეს სპიკერის, ჯონ ქირბის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები უკრაინის თავდაცვის უახლეს საჭიროებებზე, ასევე უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე იმსჯელებენ.