24 აპრილი 2024,   14:28
ვრცლად
ბატონ კულებას არაერთხელ ავუხსენი, რომ გარკვეული შეიარაღება, მაგალითად, წყალქვეშა ნავები ფიზიკურად არ გაგვაჩნია - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც გერმანიის მიმართ არსებობს უკრაინა-რუსეთის ომის კონტექსტში. 

მინისტრი ამბობს, რომ გერმანიას ფიზიკურად არ აქვს იმ ტიპის შეიარაღება, რასაც უკრაინა მისგან ითხოვს. ასევე, ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირება ერთი ხელის მოსმით შეუძლებელია. 

"რუსეთის საზარელმა ომმა უკრაინაში ევროპის უსაფრთხოების წესრიგი დაარღვია. ამიტომ, ჩვენ ერთად ვუჭერთ მხარს უკრაინის იარაღით, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარებით. ჩვენ ერთობლივად დავაწესეთ სანქციების ხუთი უპრეცედენტო პაკეტი რუსეთის ომის მანქანის შესასუსტებლად. ახლა ვმუშაობთ მეექვსე პაკეტზე, რომლითაც გვინდა კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ზეწოლა, განსაკუთრებით, ენერგეტიკის სექტორში. არსებობს გარკვეული კრიტიკა გერმანიის მიმართ. იმ სიტუაციაში, როდესაც ქვეყანა ომშია და ყოველდღიურად ხედავს, როგორ იბომბება მისი მოსახლეობა, მათ არ აქვთ იმაზე ფიქრის დრო, თუ რა სახის შეიარაღება აქვთ ან არ აქვთ გერმანელებს. ჩემი კოლეგა, ბატონი კულებასთვისაც მომიწია არაერთხელ იმის თქმა, რომ მათი საჭიროებების გვესმის, თუმცა არ შეგვიძლია მივაწოდოთ მათ ყველაფერი ის, რასაც ისინი ჩვენგან ითხოვენ, მაგალითად წყალქვეშ ნავები, რადგან ეს ფიზიკურად არ გაგვაჩნია. ასევე, ჩემთვის ყველაზე მარტივი იქნებოდა აქ დგომა და იმის თქმა, რომ პირველი მაისიდან სრულად ვამბობთ რუსულ გაზსა და ნავთობზე უარს, თუმცა როგორ წარმოგიდგენიათ ამის განხორციელება? რა გავლენა ექნებოდა ამას საწვავის ფასებსა და ჩვენს მოსახლეობაზე? ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობაა, ეს ომი დაუყოვნებლივ დასრულდეს და არ გავრცელდეს 450 მილიონ ევროპელზე. ჩვენ ამისთვის ყოველ დღე ვმუშაობთ," - აცხადებს ანალენა ბერბოკი.

ცნობისთვის, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ლიეტუვაში შეხვდნენ და ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები