20 აპრილი 2024,   00:01
ვრცლად
პრეზიდენტი - სანამ საქართველო ემზადება აღდგომის აღსანიშნავად, ჩემი ფიქრები მიმართულია ჩვენს უკრაინელ მეგობრებზე, ტანჯვის შემდეგ დადგება აღდგომის ჟამი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წინასააღდგომო სამზადისს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ დროს მისი ფიქრები უკრაინაში მიმდინარე ომისკენაა მიმართული.

"სანამ საქართველო ემზადება მართლმადიდებლური აღდგომის აღსანიშნავად, ჩემი ფიქრები მიმართულია ჩვენს უკრაინელ მეგობრებზე და მათ უზარმაზარ მსხვერპლზე. ტანჯვის შემდეგ დადგება აღდგომის ჟამი. დიდება უკრაინას!" - წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე.

დღის ამბები