16 აპრილი 2024,   13:49
ვრცლად
ნიკა მელიას შეცვლილი რიტორიკა დავით კეზერაშვილისადმი ​ნიშნავს, რომ მიიღოს ფინანსები კონკრეტული აქტივობისთვის - გიორგი ვოლსკი

ნიკა მელიას საჯარო განცხადებები, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საკითხს, პარტიისა და ზოგადად ოპოზიციას სამოქმედო გეგმის გარდა კეზერაშვილთან პარტნიორობას მოიცავდა, პოლიტიკურ სპექტრში კვლავ განხილვის საკითხია.

როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ნიკა მელიამ კეზერაშვილის მიმართ რიტორიკა ფინანსური სარგებლის მიღების გამო შეიცვალა. გიორგი ვოლსკის ამ ორ მხარეს შორის ურთიერთ ანგარიშვალდებულებასაც ხედავს, რადგან მისი თქმით, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა მაშინ მოიხვეჭა ქონება, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში იყო. 

"წარმომიდგენია კეზერაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" თანამშრომლობა და ყოველთვის წარმომედგინა. შეცვლილი რიტორიკა ნიშნავს იმას, რომ ფინანსები მიიღოს კონკრეტული აქტივობისათვისენმ-მა და მელიამ გააჟღერა ის რაც "ნაცმოძრაობის" სტრატეგიულ ინტერესში დევს. ეს არის საკვანძო გეგმა, რაც ნაცმოძრაობას აკავშირებს კეზერაშვილთან. შემოსავლის წყარო ვერანაირად ვერ ექნებოდა კეზერაშვილს, რომ არა ენმ-ის ხელისუფლება იმ პერიოდში,"-აცხადებს გიორგი ვოლსკი. 

შეგახსენებთ, ნიკა მელიამ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით მოქალაქის მიერ Facebook LIVE-ში ​დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომ ბოლოს კეზერაშვილს ორი კვირის წინ შეხვდა და აპირებს გააგრძელოს მასთან თანამშრომლობა.

ნიკა მელიას მიმართვაში საუბარი იყო ოპოზიციის მხრიდან შესაძლო ბოიკოტზეც, რაზეც საპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მსგავსი იდეები არაგონივრულია და საკანონმდებლო ორგანოდან გასვლას არ განიხილავენ. რაც შეეხება მმართველ გუნდს, მათი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" ერთადერთი გზა რჩება, გამოიყენოს დესტრუქციული ქმედებები და რევოლუციური სცენარი.

დღის ამბები