24 აპრილი 2024,   12:13
ვრცლად
საფრანგეთი დღეს პრეზიდენტს ირჩევს - "კურიერის" რესპონდენტთა უმრავლესობა მხარს ემანუელ მაკრონს უჭერს

საფრანგეთი დღეს პრეზიდენტს ირჩევს. მოქალაქეებს მოუწევთ, მეორე ტურში არჩევანი გააკეთონ ულტრამემარჯვენე მარინ ლეპენსა და მოქმედ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის. საარჩევნო უბნები ქვეყანაში დილის რვა საათზე გაიხსნა. "კურიერის" გადამღები ჯგუფი პარიზში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მუშაობს.

იმ უბანზე, სადაც "კურიერი" მუშაობს, დილიდან ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ მაღალია. რესპონდენტების უმრავლესობა ამბობს, რომ ბოლომდე არცერთ კანდიდატს არ უჭერს მხარს, თუმცა, მათთვის ემანუელ მაკრონის კანდიდატურა უფრო მისაღებია, რადგან მას მეტადაც პროგრესულად და პროევროპულ პოლიტიკოსად მიიჩნევენ. 
 
 
 
დღის ამბები