24 აპრილი 2024,   22:08
ვრცლად
საფრანგეთში არჩევნების მეორე ტური იმართება - საკუთარი არჩევანი პრეზიდენტობის კანდიდატებმაც დააფიქსირეს

საფრანგეთში არჩევნების მეორე ტური იმართება. ქვეყნის მოსახლეობა არჩევანს მოქმედ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და ულტრამემარჯვენე მარინ ლეპენს შორის აკეთებს. პირველი ეგზიტპოლები, პარიზის დროით, 20:00 საათზე გამოცხადდება. უბნების დახურვამდე ფრანგულ მედიას გამოკითხვების გამოქვეყნება ეკრძალება, რათა მან არ მოახდინოს გავლენა ამომრჩევლებზე.

საფრანგეთის მოქალაქეები "კურიერთან" ღიად საუბრობენ საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებზე და ფავორიტსაც ასახელებენ. მათი უმრავლესობა ამბობს, რომ ბოლომდე არცერთი კანდიდატი არ მოსწონთ, თუმცა, ულტრამემარჯვენე კურსი რთულად ესახებათ თავიანთი ქვეყნისთვის და არჩევანს მაინც მაკრონზე აჩერებენ.

ცოტა ხნის წინ, არჩევანი თავად კანდიდატებმაც დააფიქსირეს. ისინი საარჩევნო უბანზე მხარდამჭერებთან ერთად მივიდნენ.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები