საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, "ეროვნული გაერთიანების" ლიდერი მარინ ლე პენი არჩევნების მე-2 ტურში მაკრონთან დამარცხების შემდგომ კომენტარს აკეთებს.
მისი თქმით, მარცხის მიუხედავად მიღებული შედეგები გარკვეულ იმედს აძლევს.
"ხმების ეს შედეგები გასაოცარ გამარჯვებას წარმოადგენს. ჩვენ უფრო გაბედულები ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ და ჩვენი სურვილი დავიცვათ საფრანგეთი კიდევ უფრო გაძლიერებულია. დღეს არ ვგრძნობ სიბრაზეს ან უკმაყოფილებას, ამ მარცხში გარკვეული იმედი ვიგრძენი," - განაცხადა ლე პენმა.