"ქართული ოცნების" წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, ცნობები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ, გადაჭარბებულია. მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, პენიტენციური სამსახური შესაბამის ზომებს მიმართავდა და რადგან ასე არ მოხდა, ე.ი. ყველაფერი რიგზეა.
"მთელი ეს პროცესი, სინამდვილეში, ჩვენ ხომ ვიცით, რომ არის ორკესტრირებული და ძალიან თეატრალიზებული. "ნაციონალური მოძრაობა" პირდაპირ არის მიხეილ სააკაშვილის შანტაჟის ქვეშ, რომ დროზე, რამენაირად აქედან გამიყვანეთ. მან ჩაიდინა დანაშაულები და მან უნდა აგოს პასუხი. პოლიტიკური შეკვეთები იმაზე, რომ რამენაირად დაიხსნან ციხიდან, არაფერს არ უშველის. დანაშაულზე ხომ ყველამ პასუხი უნდა აგოს. თუ მის ჯანმრთელობას საფრთხე რეალურად დაემუქრება, პენიტენციური სისტემა მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. ვინაიდან, დღეს ეს გადაწყვეტილებები მიღებული არ არის, ე.ი. მის ჯანმრთელობას რისკები არ აქვს,"-აცხადებს დავითულიანი.
ავტორი: სანდრო სანაია