პარტია "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის საქმიანობასთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ხოშტარიამ განაცხადა, ევტუშენკოვი სამხედრო დანაშაულების მონაწილეა არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ რუსეთის სხვა სამხედრო ოპერაციებშიც.
"ევტუშენკოვი, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის აწ უკვე დადასტურებული ძალიან ახლო პარტნიორი და საერთო საქმეში მყოფი, არის სამხედრო კრიმინალი, სანქცირებული მონაწილე, დამნაშავე უკრაინის და არა მხოლოდ სამხედრო ოპერაციებში, რაც პასუხისმგებლობას აკისრებს ბიძინა ივანიშვილს და რაც არის კიდევ ერთი საფუძველი მისი სანქცირების,"-აცხადებს ელენე ხოშტარია.