25 აპრილი 2024,   19:21
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებისთვის ახალ საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენს 

"ნაციონალური მოძრაობა" ახალ საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენს. პროექტის თანახმად, უკრაინაში დაღუპულების ოჯახებმა უნდა ისარგებლონ იმავე სოციალური დაცვის პაკეტით, რითაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლის ოჯახები სარგებლობენ.

პროექტი გულისხმობს ერთჯერად დახმარებას 100 ათასი ლარის ოდენობით და სხვა, კანონით გათვალისწინებულ სოციალურ შეღავათებს.

"ამ კანონის ინიცირებით და ამ კანონის მიღებით უკვე ხელისუფლება კი არა, იზრუნებს სახელმწიფო და იზრუნებს ქვეყანა სწორედ ამ გმირების ოჯახებზე და ამ გმირების შვილებზე, თუ როგორ უნდა იცხოვრონ მათმა შვილებმა,“ - ამბობს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ბოტკოველი.  

დღის ამბები