25 აპრილი 2024,   18:35
ვრცლად
საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს არცერთი სანქცირებული პირის არალეგალურ საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე- ირაკლი ღარიბაშვილი 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს არცერთი სანქცირებული პირის არალეგალურ საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე.

"საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს არცერთი სანქცირებული, იურიდიული თუ ფიზიკური პირის არალეგალურ, არასანქცირებულ, უკანონო საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ არცერთ იურიდიულ და ფიზიკურ პირს არ მივცემთ საშუალება, რომ გამოიყენოს ჩვენი ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია, რომელიც არ გადაიხედება და  მინდა ყოველგვარი სპეკულაცია ამ თემაზე დასრულდეს,"- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. 

დღის ამბები