24 აპრილი 2024,   09:12
ვრცლად
მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ ამას გაგრძელება არ ექნება... - პრემიერი ოკუპირებულ რეგიონში რეფერენდუმის ჩატარებაზე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოკუპირებულ რეგიონში რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით იმედოვნებს, რომ ამ საკითხს გაგრძელება არ ექნება:

"მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ ამას რა თქმა უნდა გაგრძელება არ ექნება, თუმცა მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა ვიყოთ მშვიდად. ვუყურებთ რა ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებს, რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა ვიყოთ მობილიზებული, ამისთვის საჭიროა მჭიდრო კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, ვიყოთ მათთან მჭიდრო კოორდინაციაში და მუდმივად გავცვალოთ ინფორმაცია ამის თაობაზე," -აღნიშნა ღარიბაშვილმა

მისივე თქმით, მსგავსი განცხადებები არაერთხელ მოგვისმენია დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან:

"არაერთი განცხადება მოვისმინეთ ჩვენ, მათ შორის, იმავე, ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდანაც. არა ერთი ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ შესაძლოა, ეს ყოფილიყო ლოკალური მიზნისთვის განხორციელებული აქტი, თუ განცხადება, იმიტომ რომ ე.წ. არჩევნები იმართებოდა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში," - აღნიშნა პრემიერმა.

დღის ამბები