23 აპრილი 2024,   22:38
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - რა მიზეზით არ უნდათ საქართველოში ექსპრეზიდენტის მკურნალობა მის ექიმებს და რა შემთხვევაში გადაიყვანენ მას საზღვარგარეთ

ყოფილი პრეზიდენტი ისევ შიმშილობს, თუმცა ამჯერად საუბარია ცილოვან შიმშილობაზე. ომბუდსმენის აპარატის მტკიცებით, ორგანიზმისთვის აუცილებელ ცილებს მიხეილ სააკაშვილი პოსტტრავმული სტრესის გამო ვერ იღებს.

ნინო ლომჯარია პენიტენციურ სამსახურს რეკომენდაციით მიმართავს, ყოფილი პრეზიდენტის გამოჯანმრთელებისთვის სპეციალური ჯგუფი შექმნას, რომელიც იმსჯელებს, სად და რა ფორმით უნდა მოხდეს სააკაშვილის მკურნალობა.

ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობენ მისი ექიმებიც და ადვოკატებიც. ისინი მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ დაუყოვნებლივ გადაყვანას ითხოვენ, მიზეზად კი საქართველოში შესაბამისი სარეაბილიტაციო ცენტრის არარსებობას ასახელებენ.

ჯანმრთელობის გარდა პოლიტიკური პროცესების დასამშვიდებლად ექს-პრეზიდენტის ევროპის რომელიმე კლინიკაში ტრანსპორტირებას მხარს უჭერს ოპოზიციაც.

​მმართველ გუნდში კი, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მორიგ პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებენ.

დღის ამბები