20 აპრილი 2024,   11:58
ვრცლად
საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ახალმა ავიაკომპანია Condor Airlines-მა დაიწყო

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ახალმა ავიაკომპანია Condor Airlines-მა დაიწყო. გერმანულმა ავიაკომპანიამ ფრანკფურტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამთენიისას პირველი პირდაპირი რეისი Airbus 321-ით შეასრულა. პირველი რეისით 140-მა მგზავრმა ისარგებლა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება გერმანულ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებებს ერთი წლის განმავლობაში აწარმოებდა.

კონდორი ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას Boeing 757 და Airbus 321 საჰაერო ხომალდებით შეასრულებს. პირველ საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, ტავ ჯორჯიასა და ავიაკომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

დღის ამბები