24 აპრილი 2024,   07:10
ვრცლად
"შეურაცხყოფილი ძეხვის საქციელი" - უკრაინის ელჩი გერმანიის კანცლერს აკრიტიკებს

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უარს ამბობს კიევში ჩასვლაზე - მიზეზად მან უკრაინის გადაწყვეტილება დაასახელა, არ მიეღოთ სტუმრად გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, ამის შესახებ "შპიგელი" წერს. 

შოლცის გადაწყვეტილება უკრაინის ელჩმა, ანდრეი მელნიკმა გააკრიტიკა - "შეურაცხყოფილი ძეხვივით მოქცევა სახელმწიფო მოღვაწეს არ შეეფერება," - განაცხადა მელნიკმა. 

"ნაცისტების თავდასხმის შემდეგ ეს ყველაზე სასტიკი ომია, ეს არ არის საბავშვო ბაღი," - აღნიშნა უკრაინის ელჩმა. 

უკრაინამ გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის კიევში სტუმრობაზე უარი აპრილში თქვა,  ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა პოლონეთში ვიზიტის დროს თავად ისაუბრა.

შტაინმაიერის თქმით, იგეგმებოდა ერთობლივი ვიზიტი უკრაინის დედაქალაქში პოლონეთის პრეზიდენტთან, ანდჟეი დუდასთან, ასევე, ლატვიელ, ლიეტუველ და ესტონელ კოლეგებთან, თუმცა, კიევისგან უარი მიიღო. 

უკრაინამ გერმანიის პრეზიდენტი რუსეთთან ახლო კავშირის გამო გააკრიტიკა - მათ შორის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაუმჯობესების გამო. 

დღის ამბები