20 აპრილი 2024,   12:25
ვრცლად
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 5, 6 და 7 მაისს "აზოვსტალიდან" ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნება

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 5, 6 და 7 მაისს "აზოვსტალიდან" ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნება და მოსკოვის დროით, დილის 08:00 საათიდან 18:00 საათამდე იმოქმედებს.

უკრაინულ მხარეს ინფორმაცია ამ დრომდე არ დაუდასტურებია. 

გაეროს და წითელი ჯვრის შუამავლობით, წინა ორი დღის განმავლობაში ​აზოვსტალის ტერიტორიიდან ევაკუირებული 100-მდე მშვიდობიანი მოქალაქე ამ დროისთვის ზაპოროჟიეში იმყოფება. თუმცა, ქარხნის ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან როგორც უკრაინელი მებრძოლები, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეები.

დღის ამბები