24 აპრილი 2024,   20:44
ვრცლად
ლევან დავითაშვილი ამერიკული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა - ვიცე - პრემიერი შტატებში ვიზიტს განაგრძობს

შტატებში სამუშაო ვიზიტის მეორე დღეს ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ამერიკული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა, მათ საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები გააცნო და კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებზე ესაუბრა.

ვიცე-პრემიერი ამერიკა- საქართველოს ბიზნეს საბჭოს წევრებს შეხვდა და მათთან ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მხრიდან ამერიკასთან ეკონომიკური ურთიერთობები პრიორიტეტულია და ამერიკულ ინვესტიციებს საქართველოში მაქსიმალური ხელშეწყობა ექნება.

დღის ამბები